პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილისა და ჯანი ბუკიკიოს შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
29-06-2017, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გამართა შეხვედრა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე და მისი განხილვის პროცესში მაქსიმალური კონსენსუსის აუცილებლობაზე გამახვილდა.

 


„ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რომ ამოსავალი საკონსტიტუციო პროცესისთვის კონსენსუსი და დიალოგია.

 


რეალურად, ექვსი თვე დასჭირდა მმართველ გუნდს იმისთვის, რომ დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და მოატყუებ და დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე.

 


იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, უნდა შევხედოთ ვითრებას, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი, ისე როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე.

 


გავიგე, რომ დასჭირდა ექვსი თვე იმისთვის, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება ჩვენთვის მაინცადამაინც ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ნუ შევიყვანთ კრიზისში“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში დიალოგის გზით კონსენსუსის მიღწევაა.

 


„ჩემი მესიჯი დღეს და შემდეგაც იქნება ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყონ დიალოგი, ერთმანეთთან საუბარი, იმისათვის, რომ შედგეს კონსენსუსი.

 


პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და თავად პრეზიდენტი მოუწოდებს დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიას“, აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

 


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი; პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი