დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის ძალისხმევით, ტყიბულის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის პროექტის დამუშავება იწყება
29-06-2017, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ძალისხმევით, სს „კავკასიის ქარის კომპანია“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით, ტყიბულის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის პროექტის დამუშავებას იწყებს.

 

 

როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ქოჩიაშვილმა განუცხადა, საქართველოს მთავრობისა და სს „კავკასიის ქარის კომპანიას“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით, ქარის ელექტროსადგურისათვის განსაზღვრულ არეალში თერჯოლის მუნიციპალიტეტიც მოხვდა.

 

 

(ფოტოზე, თემურ ქოჩიაშვილი -  თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი)

 


„პროექტი ითვალისწინებს ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 30 ერთეული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას, თითოეული 5 მგვტ სიმძლავრით. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა სიმონეთსა და ძევრში აშენდება 15 ქარის ელექტროსადგური, 75 მგვტ საერთო სიმძლავრით.

 


„შედარებისათვის: ძევრის ჰიდროელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 4 ტურბინის მუშაობის შემთხვევაში 80 მგვტ-ია. ამდენად, ეს სერიოზული ობიექტია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში", განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა.

 

 

Guardian.ge-ს კითხვაზე, თუ რა სიკეთეს უნდა ელოდოს თერჯოლელი მოსახლეობა, ქოჩიაშვილი პასუხობს:

 

 

„როგორც მშენებლობის პერიოდში, ისე ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება;

 


მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა;

 


აღნიშნულ სოფლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიაზე დაწესდება შეღავათიანი ტარიფები;

 


მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი