ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია
29-06-2017, 07:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. როგორც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია.

 

 

მისი თქმით, აუცილებელია კონსენსუსი იქნას მიღწეული, რათა კონსტიტუცია ლეგიტიმური იყოს.

 

 

„საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ. როგორც უკვე ვთქვი, ეს კარგი პროექტია, მისი გაუმჯობესება შეიძლება. ჩვენს მიერ გამოთქმული რეკომენდაციების შემდეგ რიგი ცვლილებები იყო შეტანილი. ცვლილებები, რომლებიც არ მიიღეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა. მე მოვუწოდე მხარეებს, რომ კომპრომისი გამოძებნონ, რათა კონსენსუსი იქნას მიღწეული და რომ ახალი კონსტიტუცია ლეგიტიმური ტექსტი იყოს.

 

 

კონსენსუსის მიღწევის საკითხში მთავარი მოთამაშე პარტიაა, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მაგრამ ასევე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებიც. მათ უნდა გამოძებნონ კომპრომისი. უნდა იყოს დიალოგი. ხალხმა უნდა ისაუბროს, რათა გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, განაცხადა ჯანი ბუკიკიომ, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრამდე, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი