ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
29-06-2017, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში, თავდაცვის მინისტერიალზე დასასწრებად გაემგზავრა. ლევან იზორია მონაწილეობას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს. თავდაცვის მინისტრი ყურადღებას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე გაამახვილებს. ასევე, ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს სამხედრო კონტრიბუციის, სამომავლო გეგმების და ფინანსური ჩართულობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, რაც მიზნად ავღანეთში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის და ალიანსის ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერას ისახავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი