„პოზიცია“ გალის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შესაძლო აკრძალვას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს
14-04-2015, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შესაძლო აკრძალვას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს ადეკვატური პასუხი გასცენ რაულ ხაჯინბას ინიციატივას.


„პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯინბას ინიციატივა, ქართველებმა მშობლიური ენის ნაცვლად, აფხაზურ და რუსულ ენებზე მიიღონ განათლება, მოზარდ თაობასა და მათ მშობლებზე განხორციელებული ძალადობაა, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

 
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს შესაბამის კონვენციას იშველიებს და ამბობს, რომ აღნიშნული კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს მოახდინონ მომავალი თაობის განათლების მიღების შეუზღუდავი უზრუნველყოფა, რაც მოიცავს მათთვის სასურველ, განსაკუთრებით კი მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

 
გურამ ადამაშვილის თქმით, ხაჯინბას რეჟიმი, რომელიც რუსეთის წაქეზებით მოქმედებს, ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს საერთაშორისო ოზოლაციის გარღვევას და მხოლოდ რუსეთის, ვენესუელასა და ნიკარაგუას მიერ აღიარებას სჯერდება, რაც მისი ე.წ. საგარეო პოლიტიკის სრული წარუმატებლობის მანიშნებელია. ამ ფონზე კი, აცხადებს გურამ ადამაშვილი, როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი სრულ ძალისხმევას ანტი-ქართული „საშინაო პოლიტიკის“ გატარებას ახმარს და ამჯერად, ეს ქართული ენის აკრძალვაში გამოიხატა.


ადამაშვილს მიაჩნია, რომ თუ ხაჯინბას აღნიშნულ ინიციატივას შესაბამისი პასუხი არ გაეცა, შესაძლოა, გალში მცხოვრებ ქართველებზე მომავალში ზეწოლის სხვა ფაქტებსაც ჰქონდეს ადგილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი