„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვამდე გააკეთა.
„საკმაოდ პოზიტიური დოკუმენტია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით. ევროპის საბჭოში საქართველო ძალიან კარგ მაგალითად ითვლება ამ მიმართულებით. ამ რეზოლუციის ნაწილზე ჩვენი დელეგაციიდან ქალბატონი ეკა ბესელია მუშაობდა და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ პოზიტიური აქცენტები იქნება გაკეთებული“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შესასრულებელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეს ძირითადად მიმდინარე გამოძიებებს უკავშირდება.
„ყველა ქვეყანას აქვს შესასრულებელი ეს გადაწყვეტილებები, ეს მიმდინარე პროცესია. ჩვენს შემთხვევაში, შეუსრულებლობა მიმდინარე გამოძიებებთან არის დაკავშირებული, ანუ ვიდრე გამოძიება არ დადებს გარკვეულ შედეგებს ზოგიერთ საქმეზე, მანამდე საქმის დახურვა და შესაბამისად, შესრულებულად ჩათვლა ვერ ხერხდება“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.