სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 29 ივნისს ღამის საათებში კახეთის შვიდ რაიონში დასავლეთიდან შემოსული 205 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 40 ერთეული რაკეტა.
ამის შესახებ Guardian.ge-ს „დელტა“-დან აცნობეს.
„რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა დასავლეთი მიმართულებიდან 28 ივნისის საღამოს 11:30 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღის და ყვარლის რაიონები.
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო. ღამის 2:00 საათიდან 3:00 საათამდე ღრუბლები 40 ერთეული რაკეტით დამუშავდა.
დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა“, აღნიშნულია „დელტას“ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.