შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობები და პროცედურები განისაზღვრა.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე;
უკონტაქტო პატრულირებას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მოსამსახურე.
უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე, რომელიც გასაცნობად და აღსასრულებლად გაეგზავნება ცენტრს და განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში, თვალსაჩინო ადგილას, შესაბამისი ნიშნის განთავსების გზით;
განისაზღვრა უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული მონაცემების/ინფორმაციის დამუშავების პირობები, პროცედურები და შესაბამისი ვადები;
დამტკიცდა უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების ნიმუშები.
ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.