გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დღეს ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის „აბსოლუტურად დამახინჯებულ“ კონსტიტუციას
30-06-2017, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში“.

 


მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და თქვა, რომ „ჩვენ დღეს ვხედავთ და ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც აბსოლუტურად დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები“.

 

 

 


„უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მიღებულია სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით. მოგეხსენებათ, გასული ათწლეულის განმავლობაში ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა მთელი პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნის საგანი, მაგრამ არც ერთხელ ყოფილა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებულიყო. გარდა ამისა, ცვლილებებით, რომლებსაც ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია, პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობასა და პარლამენტს შორის; მნიშვნელოვნად იზრდება პარლამენტის როლი; მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო არსებულ კონსტიტუციაში და მორგებული იყო წინა პოლიტიკურ გუნდზე; ასევე, იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ჩვენ 2024 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს და ა.შ. ასე, რომ უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო ნიადაგი პოლიტიკური კონსენსუსისთვის. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც აბსოლუტურად დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, აბსოლუტურად მიუღებელია“, აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც გამოთქვა მმართველი პოლიტიკური გუნდის მზადყოფნა, განაგრძოს ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე და ასევე - პოლიტიკური დიალოგი.

 


„თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ - არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯებისა, რომლებიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აქტი და არაფერი იმის იქით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ყველაფერს და მათი მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესის მიმართ, რასაც დღეს ადგილი აქვს ქვეყანაში“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი