გალში სწავლა-განათლების საკითხი ყოველთვის ბევრ პრობლემას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ ჰგონია, რომ რაიმე სერიოზული ახალი დაბრკოლება შეიქმნას.
"ქართულ ენასთან დაკავშირებით პრობლემები გალში ახალი არ არის. ყველას შევახსენებ იმასაც, რომ გალი დღევანდელი მდგომარეობით დე ფაქტო მოწყვეტილია საქართველოს და იმართება სრულიად სხვა სახელისუფლო სისტემის მიერ, რომელსაც სხვა პრიორიტეტები აქვს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით რჩება უცვლელი. სათანადო სამინისტროები და უწყებები მუშაობენ, რომ ჩვენს თანამემამულეებს გალშიც და სხვაგანაც ჰქონდეთ მაქსიმალურად ცოტა პრობლემები. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფოს არ შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დარწმუნებული ვარ, რომ მიღწეული იქნება ყველა საკითხში გონივრული შეთანხმებები, რათა ყველას უფლებები დაცული იყოს. თუმცა არსებული ვითარება ყველასთვის გასაგებია ყველა პრობლემის მოგვარება და ასე მარტივი არ არის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, გალის რაიონში და სხვაგანაც, სადაც ქართველები სპეციფიკურ პირობებში ცხოვრობენ, ზოგადად დგას ის პრობლემა, რომ სწავლა-განათლების საკითხი ბევრ პრობლემას უკავშირდება, მაგრამ მას არ ჰგონია, რომ რაიმე სერიოზული ახალი დაბრკოლება შეიქმნას.
"პრობლემები ყოველთვის იყო და რჩება. რაიმე ახალი სერიოზული პრობლემები არა მგონია, რომ შეგვექმნას. მაგრამ ყველა არსებულ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ესაა რეალობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.