ბრიუსელმა, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მორიგ მინისტერიალს უმასპინძლა. ბელგიის სამეფოში მინისტერიალზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ლევან იზორიამ მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.
ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე გაამახვილა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება და ინარჩუნებს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას.
„870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე საერთაშორისო მისიის ფარგლებში ავღანეთში მსახურობს. ჩვენ იგივე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უზრუნველვყოთ. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნიშნავს და განსაკუთრებით ნატოს ეგიდით ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, ნატოსთან მეტ თავსებადობას“, აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.