მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს - მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს შეისწავლის, დღეს „შტადლერის" პრეზიდენტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოაწერენ ხელს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, „შტადლერ რეილ ეი ჯის" მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივას პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება ასეთი დონის კომპანიის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი დასტური იმისა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო მიმზიდველია ისეთი მაღალი პროფილისა და რეპუტაციის მქონე კომპანიებისთვის, როგორიცაა „შტადლერ რეილ ეი ჯი".
„მოხარული ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას", აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.