მე არ ვარ საკონსტიტუციო კომისიის წევრი და არ ვიცი, საქართველოს მთავრობამ რა კომპრომისს მიაღწია, როგორც თქვენ ამას მეუბნებით. ვაღიარებ, რომ მათ ბევრი გააკეთეს, მათ შეთავაზეს რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, აღნიშნული განცხადება ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ჟუნრლისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, არსებული სიტუაციიდან გამოსავლისთვის კონკრეტული ნაბიჯები არსებობს.
„არსებობს კონკრეტული ნაბიჯები ამ სიტუაციიდან გამოსვლისთვის, მაგრამ მე არ უნდა ვამბობდე მათ შესახებ. ეს კითხვა პოლიტიკურ პარტიებს უნდა დაუსვათ. კონკრეტული ნაბიჯები სწრაფი უნდა იყოს, უნდა არსებობდეს წინ წასვლის საერთო განზრახვა კომპრომისის მიღწევის საფუძველზე. ასევე გამონახული უნდა იყოს პროცედურული გადაწყვეტილებები, რათა მიღებული იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუცია....
„პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც არჩევნები არსებული სისტემით მოიგო, საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა სარისკოა, ვინაიდან მათ შეუძლიათ ადგილები და ხელისუფლებაც დაკარგონ. ეს კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამის გადავადება შვიდი წლით არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. კომპრომისი უნდა გამოიძებნოს“, განაცხადა ბუკიკიომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.