ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დღეს არასამათვრობო სექტორს შეხვდა. როგორც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებობს საფუძველი შესაძლო კომპრომისისთვის.
მან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს.
„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენენ, ვინაიდან ისინი მიუკერძოებლები არიან და ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკითხის გადაჭრაში. როგორც იცით, მე უამრავი შეხვედრა ჩავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ოდნავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ჩემი აზრით, არსებობს საფუძველი შესაძლო კომპრომისისთვის. გუშინ მე მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდე, მხარეები უნდა ესაუბრონ ერთმანეთს", განაცხადა ბუკიკიომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.