ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს.
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც, რომელიც ინტერპოლის სიიდან ჯერ კიდევ არ არის ამოღებული.
ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ მათთვის ოფიციალურად ინტერპოლის ხელმძღვანელობას ადეიშვილის მიმართ ძებნის შეწყვეტის თაობაზე ჯერ არ უცნობებია.
"ოფიციალური დასტური ამ დრომდე არ მიგვიღია, შესაბამისად, მეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის საიტზე, ძებნილთა სიაში აღარ არის. ინტერპოლს რამდენჯერმე მივმართეთ წერილით, მათ შორის ბოლოს - 4 თვის წინ. ამასთან, ვაწვდიდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოწმეებმა ჩვენებები გადათქვეს და ადეიშვილის წინააღმდეგ საქმეებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. მათ შორის, ციხის საქმეზე, მოწმე გაგა მკურნალიძემ თქვა, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა და შესაბამისად, პოლიტიკური მოტივაციის ნიშნები არსებობდა", - განაცხადა კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.