თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ნინო წერეთლის 60-მდე ნამუშევარი - ქანდაკებები, გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური კოსტიუმების ესკიზები და მოქანდაკის პირადი ნივთები.
1920-იანების საქართველოში ქალი მოქანდაკის გამოჩენა ერთგვარ რევოლუციას წარმოადგენდა. ნინო წერეთლის მკვეთრი ინდივიდუალიზმი და გაბედულობა ეპოქის სტერეოტიპებს არღვევდა. იგი თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებლის, იაკობ ნიკოლაძის გამორჩეული მოსწავლე იყო. სწორედ ამიტომ, მოქანდაკე არ აჰყვა იმ დროს მოდად ქცეულ ესთეტიკურ-ფორმალისტურ მიმდინარეობას.
ნინო წერეთელი ფსიქოლოგიური პორტრეტის დიდოსტატია - მისთვის ადამიანის გარეგნობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატურა და სულიერი სამყარო. მისი ნამუშევრები საოცარი ინტიმურობითა და ლირიკულობით გამოირჩევა. მოქანდაკე არ იშურებს კომპოზიციურ და გამომსახველობით საშუალებებს, რათა ზედმიწევნით გადმოსცეს მათი ინდივიდუალიზმი.
პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის გამოფენა 29 ივლისამდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.