გერმანიის პარლამენტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი - რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ანგელა მერკელმა კენჭისყრის მიმართ მისი ოპოზიციური წინააღმდეგობა შეწყვიტა.
რეფორმა, ამჟამად სამოქალაქო გაერთიანებებს სრულ საქორწინო უფლებებს ანიჭებს და ნებას რთავს მათ აიყვანონ შვილები.

(პარლამენტის გარეთ შეკრებილები გადაწყვეტილებას ზეიმობდნენ)
მერკელის პოლიტიკური ოპონენეტები მძლავრ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. მაგრამ, როგორც BBC იტყობინება, კანცლერმა, რომელმაც თავისუფალი კენჭისყრის მიმართ თავისი დამოკიდებულების შესახებ მხოლოდ ორშაბათს მიანიშნა, ხმა წინააღმდეგ მისცა.
კანონპროექტს მხარი 393-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგ 226 წავიდა, ხოლო ოთხმა თავი შეიკავა.

(მწვანედ აღნიშნული ქვეყნებში ნებადართულია ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინება; ყვითლად აღნიშნულში სამოქალაქო აღიარება; მუქი ყვითელი - არ არის აღიარებული; ნარინჯისფერი - ჰომოსექსუალობა კანონით ისჯება; შავი - სიკვდილით დასჯა, წყარო დოიჩე ველე)
გერმანიის საკანონმდებლო კოდექსში ახლა ასეთი ჩანაწერი იქნება: „ქორწინება წარმოადგენს ორი ადამიანის, განსხვავებული ან ერთი და იგივე სქესის, ნებაყოფილობით კავშირს“, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო AFP-ი.
პარასკევს გამართული კენჭისყრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ მისთვის ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია. მაგრამ მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონის მიღება უფრო მეტ „სოციალურ ერთსულოვნებას და სიმშვიდეს“ მოიტანს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.