სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 30 ივნისს დღის 12:07 საათიდან 16:54 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის კერა გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.
ამის შესახებ Guardian.ge-ს „დელტა"-დან აცნობეს.
„სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % ს შეადგენდა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40 მმ იყო. საგარეჯოს რაიონში სარაკეტო დამუშავება შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატები იმყოფებოდნენ. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას", ნათქვამია „დელტას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.