დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, კერძოდ, პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრისათვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქ. დუშეთში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალი დაცული ტერიტორიის შესაქმნელად საჭირო კანონპროექტის შემუშავებისათვის ამ დროისათვის განხორციელებული სამუშაოები და არეალის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა განიხილეს. მსჯელობა, დაცული ტერიტორიის მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და ჩეხეთის განვითარების სააგნეტოს წარმომადგენლები.

„ახალი დაცული ტერიტორიის საკანონმდებლო პროექტის მომზადება 2017 წლის ივლისში დასრულდება. აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება და დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს მხარეში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასა და ტურიზმის განვითარებას; მიგრაციის პრევენციასა და მხარის სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით განვითარებას“, აცხადებენ დუშეთის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.