Арментел-ის კომერციული დირექტორი არჩილ მაღრაძე გარდაცვლილი იპოვეს
03-02-2014, 22:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

,,ბილაინის" სომხური შვილობილი კომპანიის Арментел-ის კომერციული დირექტორი 35 წლის არჩილ მაღრაძე სომხეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ცახკაძორში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Газете.Ru ავრცელებს.

 

 

როგორც სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მაღრაძის გვამი ორშაბათს ცახკაძორის დასასვენებელ ზონა ,,ტუ ჯურის" მახლობლად იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მაღრაძე აპირებდა სნოუბორდით დაკავებას. სომხეთის შსს გამოძიების საწყის ეტაპზე გარდაცვალების შესაძლო მიზეზს ვერ ასახელებს. შსს -ში არც მკვლელობის და არც უბედური შემთხვევის ვერსიას გამორიცხავენ. დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც გავრცელდება დამატებითი ინფორმაცია. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ გვამის მახლობლად ნაპოვნია მისი კუთვნილი Hyundai-ს მარკის ავტომობილი.

 

მოგვიანებით სომხუმა მედიამ არჩილ მაღრაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დაასახელა. წინასწარი ვერსიით, იგი საკურორტო ზონაში სნოუბორდით სრიალებდა, რა დროსაც გზა აებნა და თოვლში გაიყინა. სომხური სააგენტო news.am-ის ცნობით სნოუბორდით სრიალისას ხევში ჩავარდნილი არჩილ მაღრაძე ხევიდან ფეხით ამოსვლას ცდილობდა, რაც ვერ მოახერხა და გაიყინა. 

 


არჩილ მაღრაძე, ,,ბილაინის" შვილობილ კომპანია Арментел-ის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2013 წლის ივლისში დაინიშნა. 2006-2008 წლებში მუშაობდა ,,ბილაინის" თბილისის ოფისში, სხვადასხვა დროს კი კომპანიის ტაშკენტისა და კამბოჯის ოფისებში. გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი ჰყავდა.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=5924 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი