შერიგებისა და თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზური საზოგადოება ცდილობს გალის რაიონის მათთან ინტეგრაციას. მინისტრმა გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა არ გამორიცხა, თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი საუბრები ყოველთვის იყო.
„ნამდვილად არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ტიპის საუბრები არის ყოველთვის. აფხაზური საზოგადოება მსჯელობს ამ საკითხზე. ჩამოყალიბებული არ არის და მათ უნდათ მოიფიქრონ რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტად მოახდენს გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრაციას აფხაზურ საზოგადოებაში, მაგრამ ეს ძალიან რთული თემაა და 1-2 თვეში კი არა, 1-2 წელში არ ხდება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გალში ქართული ენის სწავლება სექტემბრიდან აიკრძალება, თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამ ფაქტს არ ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.