დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან „სტრატეგიული მოთმინების“ წლებმა მარცხი განიცადა და ახლა „გაბედული და მტკიცე პასუხის“ დროა
01-07-2017, 01:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან „სტრატეგიული მოთმინების“ წლებმა მარცხი განიცადა და ახლა „გაბედული და მტკიცე პასუხის“ დროა.

 


„ჩვენ ერთად ვდგავართ უგუნური და მხეცური რეჟიმის საფრთხის წინაშე“, განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ძე-ინთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

 


ტრამპმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას „აირჩიოს უკეთესი გზა... სწრაფად“.

 


განცალკევებით, მუნმა განაცხადა, რომ საჭიროა გაგრძელდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დიალოგში ჩართვის მცდელობები.

 


როგორც BBC იუწყება, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ უნდა გაატაროს თავდაცვის რეფორმები და განაგრძოს უნარიანობის გაზრდა თავისი თავის დასაცავად.

 


მუნმა განაცხადა, რომ ტრამპთან მოლაპარაკებებისას ჩრდილოეთ კორეა მთავარი საკითხი იყო და ხაზი გაუსვა, რომ „მხოლოდ მძლავრ უსაფრთხოებას შეუძლია მოიტანოს ნამდვილი მშვიდობა“ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

 


თეთრ სახლში საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეის რეჟიმთან სტრატეგიული მოთმინების ერამ მარცხი განიცადა, ბევრი წელია, რაც მან მარცხი განიცადა“ და დაამატა: "გულწრფელად რომ ვთქვათ, მოთმინების ფიალა ამოწურულია“.

 


შეერთებული შტატების ლიდერმა თქვა, რომ ვაშინგტონი „მჭიდროდ მუშაობს სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ისევე როგორც პარტნიორებთან მსოფლიოს გარშემო, დიპლომატიური, უსაფრთხოების და ეკონომიკური ზომების სფეროებში, რომ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი მოქალაქეები ამ საფრთხისაგან, რომელიც ჩრდილოეთ კორეად არის ცნობილი“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი