საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით პოლიტსაბჭოს სხდომა შაბათს გამართა, სადაც კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად უკვე დამტკიცდა.
ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, რომლის დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენის საკითხი რამდენიმე დღის წინათ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმაც დაადასტურა, მმართველი პარტია, პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი შაბათს, საღამოს 8:00 საათზე მთაწმინდის პარკში წარადგენს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, დედაქალაქში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.