უცნობია, დაესწრება თუ არა კახა კალაძის თბილისის მერობის ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას ყოფილი პრემიერ მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას პარტიისთვის „მხოლოდ პოზიტიური“ შედეგების მომტანად მიიჩნევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელმაც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
„ბატონი ბიძინა, ბუნებრივია, მოწვეული უნდა იყოს დღევანდელ ღონისძიებაზე. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ის დაესწრება თუ არა დღევანდელ წარდგენას ბატონი კახის, მთაწმინდის პარკში, თუმცა იმაზეც გიპასუხებთ, ჩაერთვება თუ არა, ამის შესახებ იყო განცხადებები - არ ჩაერთვება. კონკრეტულად, თუ ჩაერთვება, ბუნებრივია ეს პოზიტივის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს პარტიას“.
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით შაბათს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, სადაც კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად უკვე დამტკიცდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.