„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილი 2017 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება და არც კახა კალაძის თბილისის მერის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას დაესწრება
01-07-2017, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 2017 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება. ივანიშვილი სავარაუდოდ, არც კახა კალაძის თბილისის მერის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრება.

 


აღნიშნულს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც თბილისის მერობის კანდიდატად ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დამტკიცდა, მმართველი პარტიის დეპუტატები და პოლიტსაბჭოს წევრები ადასტურებენ.

 


ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკდან წასულია“. „იგი თვლის დღეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უჭირს იმისთვის, რომ იგი აქტიურად ჩაებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპნაიაში... თუ იგი ჩათვლის ამას საჭიროდ, ჩვენ ყოველთვის სიხარულით მივეგებებით მის გააქტიურებას, მაგრამ მე არა მგონია, რომ ამის აუცილებლობა იყოს“, უთხრა „რუსთავი 2“ -ს კვაჭანტირაძემ.

 


იგივეს აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

 


„ბატონი ბიძინა, ბუნებრივია, მოწვეული უნდა იყოს დღევანდელ ღონისძიებაზე. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ის დაესწრება თუ არა დღევანდელ წარდგენას ბატონი კახის, მთაწმინდის პარკში, თუმცა იმაზეც გიპასუხებთ, ჩაერთვება თუ არა. ამის შესახებ იყო განცხადებები - არ ჩაერთვება. კონკრეტულად, თუ ჩაერთვება, ბუნებრივია ეს პოზიტივის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს პარტიას“, განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

 


ბიძინა ივანიშვილის 2017 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით ანალოგიური შეფასება გააკეთა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, აკაკი ზოიძემ.

 


„ბატონმა ბიძინამ მე მგონი ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ ღებულობს მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც უნარი შესწევს რომ წარმართოს ეს კამპანია ღირსეულად და ჩემი აზრით, კახი კალაძე არა მარტო უალტერნატივო კანდიდატურაა „ქართული ოცნების“ შიგნით, არამედ, მე მგონი უალტერნატივო კანდიდატურა არის მერის პოსტზე საერთოდ“.

 


დედაქალაქში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი