გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა
01-07-2017, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად მთაწმინდის პარკში წარადგინა.

 


„ის გახლავთ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, სადაც იყო კახა კალაძე იქ ყოველთვის იყო წარმატება, ყოველთვის იყო გამარჯვება, მას არასოდეს უღალატია პიროვნული თავისუფლების პრინციპისთვის... კახის ყველაზე კარგად ესმის, რთულად, შრომით მოპოვებული გამარჯვების ფასი. მაგრამ ამჯერად, ეს არ იქნება რთული გამარჯვება, ეს იქნება პატიოსან, სამართლიან ბრძოლაში ჭეშმარიტი გამარჯვება, რადგან კახი ნამდვილად იმსახურებს ამ გამარჯვებას...

 


„თბილისის მერობა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევაა“, აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ კალაძე „თითოეული თბილისელის ცხოვრებას დაატყობს ხელს“.

 


„ქართულ ოცნებას“ ძალიან მყარი, საფუძვლიანი იმედი აქვს კალაძის გამარჯვების. „კახი იქნება ჩვენი დედაქალაქის გამორჩეული და ყველაზე წარმატებული მერი“, თქვა კვირიკაშვილმა, რომელმაც სიტყვა კალაძეს გადასცა.

 


მან ნდობისა და მხარდაჭერისთვის პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.

 


„განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში“, აღნიშნა კალაძემ და დაამატა: „ვინც თვლის, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება, ვართ ერთად“.

 


მან მადლობა გადაუხადა თბილისის მერს, დავით ნარმანიას და თქვა, რომ მის პროგრამას ამომრჩევლებს უახლოეს მომავალში გააცნობს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები დასრულდება და მოწესრიგდება ეკოლოგიის, პარკირების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხები.

 

 

კახა კალაძის წარდგენას არ დასწრებიან საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრები - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინფორმაციით, ივანიშვილი 2017 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება. 

 

 

არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც სხვები არ ადასტურებენ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა შეთანხმებული იყო ივანიშვილთან. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი