საგანელიძე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ადეიშვილის ამოღების გამო კითხვების მთავარი პროკურორის მისამართით დასმას არ გამორიცხავს
14-04-2015, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, გასარკვევია თუ რატომ ამოიღო ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან. იგი პროკურატურის სისუსტეზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა კითხვები მთავარი პროკურორის მისამართით დაისვას.

 
“პროკურატურის დამსახურებაა, რომ შეიქმნა საქმე, რომლის გამოც ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კიდევ ძებნილი. გარკვევა სჭირდება თუ რატომ ამოიღეს ადეიშვილი ძებნილთა სიიდან. თუკი ეს ვერ გაირკვა და ვერ ივაჟკაცეს, მაშინ შეიძლება პროკურატურის სისუსტეზე ვისაუბროთ. ასეთი პიროვნება უნდა იძებნებოდეს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

 
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა კითხვები დაისვას მთავარი პროკურორის მისამართით. თუმცა, დეპუტატმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამისთვის საკომიტეტო სხდომის მოწვევა და შეხვედრის საჯარო ფორმატში გამართვა აუცილებელი არ არის და შესაძლოა სათანადო კითხვები “სამუშაო ვითარებაში დაისვას”.

 
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედში” უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი