თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია და მეხანძრეები ცეცხლის სხვადასხვა კერის ლიკვიდირებას ცდილობენ.
„ხანძარი არის თითქმის ლოკალიზებული 100%-ით, რისკი რომ ცეცხლი სხვა შენობებზე გადავიდეს, აღარ არის,“ განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.
მისი თმით, ამჟამად მთავარი მიზანი ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა.
„მთავარი ამოცანა არის აქ, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. არ მოხდეს ხალხის შესვლა და არ მივიღოთ ჯანმრთელობის დაზიანება,“ განაცხადა ლაშა აბაშიძემ, რომელიც ხანძრის შედეგად ერთი ადამიანის დაშავების ფაქტს ადასტურებს.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.