ლეჩხუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სტუმრობდა
03-07-2017, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლეჩხუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სტუმრობდა. ცაგერის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მინისტრმა სოფელ ოყურეშში საჯარო სკოლა გახსნა და ამავე სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.

 

 

„ჯეჯელავა კულტურის დარბაზში ლეჩხუმელ პედაგოგებსაც შეხვდა და პროექტ ,,ეტალონის'' გამარჯვებულ ლაილაშის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს, ვახტანგ ჩაჩხიანს მიღწეული წარმატება მიულოცა.

 


მინისტრმა მშენებარე სპორტული კომპლექსი და აღდგენილი ,,მწვანე თეატრი'' მოინახულა.

 


ჯეჯელავამ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაბრძანებული აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები მოილოცა", აღნიშნულია ცაგერის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მინისტრს მასპინძლობას ადგილობრივი და სამხარეო მთავრობის წარმომადგენლები - მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე, გამგებლის მოადგილე კახაბერ სვანიძე და გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე უწევდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი