პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ, რომლებიც პრეზიდენტისგან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' ორგანულ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვენ
03-07-2017, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ, რომლებიც პრეზიდენტისაგან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' ორგანულ კანონზე ვეტოს დადებას ითხოვენ.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას არასამთავრობო სექტორმა პრეზიდენტის წარმომადგენლებს ის არგუმენტები გააცნო, რომელიც 10 არასამთავრობო ორგანიზაციას თვითმმართველობის კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააჩნია.

 

 

არასამთავრობოების განცხადებით, ამ კანონის მიღებისას გამოტოვებული იყო ძალიან სერიოზული ეტაპი - თვითმმართველობის კანონმდებლობის განხილვისათვის გათვალისწინებული პროცედურები.

 

 

ანა დოლიძის განცხადებთ, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დიდი გულისყურით მოისმინეს ის არგუმენტები და ის შენიშვნები, რომელიც არასამთავრობო სექტორის გააჩნია, რადგან ისინი ძალიან კარგად იცნობენ ამ კანონს. შესაბამისად, გაგრძელდება კონსულტაციები და კანონზე მუშაობა, რომელიც ამ დრომდე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად არ გადმოგზავნილა.

 

 

მისივე თქმით, თავიდანვე პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც 7 ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას შეეხებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი