შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონის აეროპორტის სიახლოვეს ავტომანქანა ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში შევარდა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მასაჩუსეტის შტატის პოლიციის განცხადებით, ლოგანის საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარი ინციდენტის შედეგად „რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დაზიანებები აქვს მიღებული“.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებებით საავადმყოფოში 10 ადამიანია გადაყვანილი.
The Boston Globe-ის ცნობით, მასაჩუსეტის შტატის ქალაქ კემბრიჯის მკვიდრი, 56 წლის მძღოლი შემთხვევის ადგილას იმყოფება და პოლიციასთან თანამშრომლობს.
სამართალდამცავებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის წინა დღით მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, ტერორიზმთან კავშირში მყოფი არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.