„შეიძლება, ნორმალურ ქალაქში ამ სახით დარჩეს რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი?“ - ჯაბა სამუშია ელიავას ბაზრობის დღევანდელი ფორმით შენარჩუნებას გამორიცხავს
04-07-2017, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ელიავას ბაზრობის დღევანდელი ფორმით შენარჩუნებას მიუღებლად მიიჩნევს თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ჯაბა სამუშია, რომლის განცხადებითაც საკითხი, თუ როგორ უნდა განვითარდეს აღნიშნული ტერირორია, ჯერჯერობით განხილვის თემაა, მაგრამ დედაქალაქის ცენტრში, წარმოუდგენელია „ამ სახით დარჩეს რამდენიმე ჰექტარი მისწის ნაკვეთი“.

 

 

„არის კერძო საკუთრება, კერძო სივრცე და შესაძლებელია მოხდეს საკმაოდ კარგი შეთავსება იმისა, რომ რაღაც ტერიტორია, რომელიც დღეს არის საკმაოდ შეუხედავი და საკმაოდ მძიმე სანახავი, ამ ტერიტორიაზე შევქმნათ თანამედროვე სტილის, ვთქვათ, ამ შემთხვევაში სავაჭრო ტერიტორია, სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ექნება ასევე ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, საჯარო სივრცე, იქვე. ეს არის განხილვის საგანი, ეს არ არის ჯერ გამოტანილი ფართო მსჯელობისათვის და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით როგორც კი დაიდება კონკრეტული დოკუმენტი, იმის მიხედვით შეგვიძლია ჩვენ ეს ვიმსჯელოთ. მაგრამ, კიდევ ვამბობ, რომ იმ სახით, რა სახითაც დღეს ელიავას ბაზრობა არის... შეიძლება, ნორმალურ ქალაქში ამ სახით დარჩეს რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი?“, თქვა სამუშიამ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი