რუსებმა სამხედრო ძალით მიითვისეს საქართველოს მიწა-წყლის 20%! არაბები, თურქები, ირანელები, ინდუსები, ჩინელები და სხვა უცხოტომელები, ფულით ყიდულობენ დარნარჩენ 80%-ს! პირველ შემთხვევაში, თუ ჯერჯერობით უძლურნი ვართ და ვერ ვიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, მეორე შემთხვევაში, ხომ მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, რომ შევინარჩუნოთ და არ გავასხვისოთ სამშობლო???!!!
ამისთვის კი საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონები, მოქალაქეობის და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით! აღკვეთოს ყოველგვარი კანონდამრღვევი ფაქტი, რომელიც შეეხება ქართველების, საქართველოს ყველა მოქალაქის შევიწროებას და დამცირებას უცხოელების მხრიდან! არალეგალი აზიელ-აფრიკელების მყისიერ დეპორტაციას საქართველოდან და ა.შ. ამიტომაც დაიგეგმა „ქართველთა მარში“, რომ ხელისუფლებამ გამოიღვიძოს და იხელისუფლოს საქართველოს ეროვნული და მოქალაქეობრივი ინტერესების დასაცავად!
მე, 14 ივლისს, 20 საათზე გელოდებით ჩემი მშობლიური სკოლის წინ, აღმაშენებლის გამზირზე და ჩემს მეგობრებთან ერთად პირველ რიგში ვიქნები „ქართველთა მარშის“, რადგანაც მწამს და მჯერა, რომ იგი აუცილებლად უნდა გაიმართოს,- შინაურების გამოსაფხიზლებლად და გარეულების გასაფრთხილებლად! და კიდევ იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, - ქართველი ერი არ მომკვდარა და არც აპირებს სიკვდილს! დიახ, საქართველოს წინ მარადიული სიცოცხლე და გამარჯვებები ელის!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.