პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრას „გადამწყვეტი“ უწოდა - ქსი ძინპინგმა კი თქვა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული „რთული ცვლილებებისა“, მოსკოვი და პეკინი ეფექტურად თანამშრომლობენ
04-07-2017, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ ქსი ძინპინგს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

 


ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა განიხილეს. უფრო ადრე ისინი ერთმანეთს კრემლში არაფორმალურ სადილზე შეხვდნენ. სამშაბათსვე სრული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა. დაგეგმილია 40 დოკუმენტზე ხელმოწერა და ორი განცხადების მიღება.

 


როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, პუტინმა დღევანდელ შეხვედრას „გადამწყვეტი“ უწოდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის. მისი სიტყვებით, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები საშუალებას მისცემს დეტალურად იქნეს განხილული ყველაზე მეტად საჭირბოროტო საკითხები.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ყოველთვის მოსკოვის და პეკინის ყურადღების ცენტრში იმყოფება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა გააერთიანონ ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე და უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით.

 


„სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ თუკი გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ მოკრძალებული, მაგრამ მაინც ზრდა საქონელბრუნვის მხრივ, მიმდინარე წელს ეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს - 37%-ს 4 თვეში“, დაამატა პუტინმა.

 


თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილება რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობებზე არ აისახება.

 


მისი აზრით, მოსკოვი და პეკინი ეფექტურად თანამშრომლობენ საერთაშორისო საკითხებზეც, მიუხედავად მსოფლიოში არსებული „რთული ცვლილებებისა“.

 


ქსი ძინპინგმა შეახსენა საზოგადოებას, რომ თავისი უფლებამოსილების შედგომიდან რუსეთის ლიდერს 22-ჯერ შეხვდა. მან მოსკოვის და პეკინის ურთიერთობებს ორი მსხვილი სახელმწიფოს კეთილმეზობლური ურთიერთობების მაგალითი უწოდა.

 


ჩინეთის სახალხო პარტიის მეთაურმა გამოხატა რწმენა, რომ მისი ვიზიტი „სრული წარმატებით“ დაგვირგვინდება.

 


„ჩვენ მრავალ საკითხზე მოვილაპარაკეთ... ვთვლი, რომ ჩვენი ინტენსიური კონტაქტები მოემსახურება ჩინურ-რუსული ყოვლისმომცველი პარტნიორობის განვითარებას და მაღალ დონეზე აყვანას“, დაამატა ძინპინგმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი