თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე შეიარაღებული პირი დააკავეს. ნასვამმა მამაკაცმა ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მამაკაცი, რომელიც თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე სროლის გამო დააკავეს, აცხადებს, რომ ომის ვეტერანია. დაკავებულ იური კვარაცხელიას ჟურნალისტებთან გასაუბრების საშუალება მიეცა.
როგორც მან განაცხადა, მეგობრებთან, ვეტერანებთან ერთად ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიკრიბნენ, სვამდნენ, რის შემდეგაც მათ ჰაერში ისროლეს.
სროლა დღეს დილით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.