საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას, შეკითხვაზე - უნდა ჩაიწეროს თუ არა ოჯახის სტატუსი კონსტიტუციაში? - ასე უპასუხა:
„ამას ვუპასუხე მაშინ, როცა რეფერენდუმზე იქნა საკითხი წარმოდგენილი, რომ თურმე რეფერენდუმზე უნდა განგვეხილა ეს საკითხი და ვუპასუხე იმის თაობაზე, რომ ჩაწერილი არის ეს საკითხი სამოქალაქო კოდექსში, იქ არის განსაზღვრული და კიდევ ერთი ლოზუნგი და კიდევ ერთი სადღეგრძელო, რომ გაუმარჯოს ქართულ ოჯახს - შეგვეძლო ჩაგვეწერა, შეგვეძლო არ ჩაგვეწერა, მაგრამ კონსტიტუცია თუ იქნება ლოზუნგების კონსტიუტუცია და სადღეგრძელოების კონსტუტუცია, შეიძლება სუფრის კულტურას ეთანხმება, მაგრამ მე არ მგონია რომ იმის იქეთ. ახლა საინტერსო არის ვენეციის კომისიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ თქვა, თქვენ შეგიძლიათ, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია ეს ჩაიწეროს კონსტიტუცოაში, მაგრამ აუცილებლად, პარალელურად სამოქალაქო კოდექსში უნდა იქნას უზრუნველყოფილი ერთსქესიანთა თანაცხოვრების უკვე ლეგალური წესი. კიდევე ერთხელ, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც რეალურად რაიმე პრობლემას წყვეტს საქართველოში, მოგონილი ილუზიების და სადღეგრძელოების გარდა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ კონსტიტუციაში უნდა შევქმნათ რეალური ბერკეტები იმისთვის, რომ ავამუშავოთ უფრო ეფექტურად სახელმწიფო“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.