საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას, მოქალაქეების მიერ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო შეკითხვების - იყრის თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს? - საპასუხოდ თქვა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ „ძალიან უყვარს“ მისი სამშობლო და ერი და ძალიან უნდა ემსახუროს მას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
„ეს ერთროულად პოლიტიკური და პიროვნული კითხვაც არის და ალბათ, რამდენიმე ფაქტორია, რამაც უნდა განაპირობოს შენი არჩევანი ამ თვალსაზრისით. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას უნდა სჭირდებოდე საერთოდ, რომ კენჭი იყარო და აგირჩიონ კიდევაც და მე-2, შენ თვითონაც უნდა გრძნობდე რომ ამ სირთულეების გადამჭრელი ხარ, ცოტა მაინც ან სხვაზე მეტად ხარ ამ სირთულეების გადამჭრელი...
„ძალიან დიდი სირთულეების წინაშე მდგარი ქვეყანა არის და რთული გამოწვევაა ნებისმიერი ადამიანისათვის რომ აიღოს პასუხისმგებლობა. მე მარტივად გეტყვით, რომ ამ კითხვებზე - ვჭირდები თუ არა მე საზოგადოებას და გადამწყვეტი ვარ თუ არა, ან სხვებზე უკეთესად ვარ თუ არა გადამწყვეტი სირთულეების, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მე პასუხი დღეს არა მაქვს...
„მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ერი და ძალიან მინდა ვემსახურო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე დღეს გადაწყვეტილი მაქვს, რეალურად შევძლებ მე ამ სამსახურს, სჭირდება თუ არა საზოგადოებას ეს სამსახური, ეს ყველაფერი არის ერთდრულად, პოლიტიკურიც და პიროვნულიც, ეს გამოჩნდება და ამაზე მექნება, ბუნებრივია პასუხი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.