გიორგი მარგველაშვილი: „სააკაშვილის როლს შეაფასებს ისტორია, მე მასთან კითხვები არ გამაჩნია“
04-07-2017, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მის წინამორბედზე საუბრისას თქვა, რომ მასთან პოლიტიკური ურთიერთობა იმ დროს დაასრულა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, ხოლო პიროვნული ურთიერთობა არც მანამდე ჰქონია და მით უფრო, არც დღეს აქვს და იგი მასთან „დიალოგის საჭიროებას“ ვერ ხედავს.

 


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას გადაცემის წამყვანის შეკითხვას, ექნებოდა თუ არა რაიმე შეკითხვა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან? -მარგველაშვილმა უპასუხა: „არა“.

 


„მე ბატონ სააკაშვილთან, ასე ვთქვათ, კარგა ხნის პოლიტიკური დაპირისპირება მაკავშირებს, პირველივე დღეებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნისა. მაშინ იყო ძალიან აქტიურად ზურა ჟვანია ჩართული. მე ზურას მხრიდან ვიყავი პოლიტიკაში, ჩვენ დაპირისპირება გვქონდა. შემდეგ ეს ყველაფერი, ნუ მიმდინარეობდა ის, რაც იყო, დაპირისპირება - ის იყო პრეზიდენტი, მე ვიყავი ოპოზიციაში. მე ჩემი ურთიერთობა სააკაშვილთან დავამთავრე მაშინ, როცა მან დაამთავრა პოლიტიკური მოღვაწეობა. მე პიროვნული ურთიერთობა არა მაქვს, რომ რაღაც ასე ვთქვათ, პიროვნული პოზიცია მქონდეს, ხოლო პოლიტიკურად ჩვენს შორის ურთიერთობები დამთავრდა, როდესაც მან შეწყვიტა პრეზიდენტობა და მე ვერ ვხედავ საჭიროებას მასთან დიალოგის. ის არის საქართველოს 2-ჯერ პრეზიდენტი, მის როლს შეაფასებს ისტორია, მე მასთან კითხვები არ გამაჩნია“.

 

 

მორიგი შეკითხვის - არის თუ არა დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხის განხილვა უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მისი მოწვევით ჩამოდის საქართველოში და პოროშენკოსთან მას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ექნება საუბარი, თუმცა არა სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ.

 


„ერთი გვაქვს გასაჭირი, ერთი გვაქვს დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან, ერთიანი მესიჯები გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის ურთიერთობა...

 


„ჩემთან ამ საკითხზე, ბუნებრივია, არანაირი არც ყოფილა დაგეგმილი და მე ამ საკითხის წამოწევას არანაირად არ ვფიქრობ, არაინარად ჩემს დღის წესრიგში სააკაშვილთან მიმართებაში საერთოდ კითხვების წამოწევა არ დგას. მე სააკაშვილის თაობაზე, ფაქტიურად ერთხელ გავაკეთე განცხადება 2016 წელს, როდესაც ის არჩევნების პროცესში აქტიურად ჩაერთო და ზედმეტად აქტიური განცხადებები ჰქონდა, მაშინ გავაკეთე ჩემი განცხადება, მოწოდება იმისკენ, რომ დავანებოთ საარჩევნო პროცესს თავი საქართველოში“, დასძინა მარგველაშვილმა.

 


ჟურნალისტის შეკითხვაზე - აქვს სააკაშვილს მომავალი ქართულ პოლიტიკაში? - მარგველაშვილმა უპასუხა:

 


„არ არის ჩემი კომპეტენციის საქმე სააკაშვილის მომავლის შეფასება და არც მიფიქრია ამის თაობაზე, არ განვიხილავ სააკაშვილს, მე ხომ რეალური, ყოველდღიური პოლიტიკით ვცხოვრობ და რეალური პრობლემები მაქვს გადასაჭრელი და ის პრობლემა უფრო მაღელვებს, ადამიანები რომ მეკითხებიან დასაქმების საკითხზე და ამ პრობლემას რომ ვერ ვჭრი, ეს უფრო მაღელვებს და სააკაშვილზე, მართლა, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი დამოკიდებულება, იმის მერე რაც პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ, დამთავრდა სააკაშვილთან“, განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი