ზაქარია ენდელაძე: „ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოთხმილიონიანი პროექტის განხორციელება მირჩევნია“
05-07-2017, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებას ნეგატიურ ფაქტად არ აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამის შეჩერების გამო, სოფლებში პროექტების განხორციელების მიმართულებით აქტივობები არ შენელებულა, უფრო მეტიც, ზოგან გაცილებით მასშტაბური პროექტებიც კი ხორციელდება.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის ნახევარი მილიონი ლარი იყო ხოლმე გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამა წელს აღარ მოქმედებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვადუნეთ ყურადღება სოფლებზე დახმარების კუთხით. ეს პროგრამა უბრალოდ გადანაცვლდა სხვა მიმართულებით. სახელმწიფოს ეს არ აუღია და არ შეუნახავს, უბრალოდ სხვა მიმართულებით მოხდა თანხის მიმართვა. გნებავთ, ეს 4-მილიონიანი პროექტი ახლა, რომელიც გორგული-უდეს საავტომობილო გზის აღდგენის მიმართულებით ხორციელდება, ზუსტად ამ ტიპის ხარჯებიდან არის მობილიზებული. მე ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოთხმილიონიანი პროექტის განხორციელება მირჩევნია. ადგილობრივი ბიუჯეტით, ცენტრალური ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხებით, აღნიშნული პროგრამის საშუალებით განსახორციელებელი სამუშაოების კომპენსირებას ვახდენთ. ანუ თანხებმა გადაინაცვლა უფრო სოლიდურ და მაღალმნიშვნელოვან პროექტებში და მე ვფიქრობ, რომ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებამ პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მას სწორედ ეს გათვლა ჰქონდა“, უთხრა Guardian.ge-ს ზაქარია ენდელაძემ, რომლის თქმითაც, ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც წელს დაახლოებით, 700,000 ლარით არის განსაზღვრული, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.

 


„ჩვენ გვაქვს ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა, სადაც უამრავ სხვადასხვა ღონისძიებას ვახორციელებთ. სოფელ ბოლაჯურში ვამატებთ მეორე ჯგუფს საბავშვო ბაღში, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ბავშვის მომსახურებას შევძლებთ. 25 ბავშვზე ყველაფერი დაემატა - ფართი პირველ რიგში, ასევე ინვენტარი, სათამაშოები, ჭურჭელი და ა.შ.

 


„არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision”-თან ერთად სოფელ ზარზმაში გავაკეთეთ თანამედროვე ევროსტანდარტების ბაღი და იგივეს ვგეგმავთ ახლა სოფელ ზანავში. ჩვენ, იაპონიის მთავრობის მიერ გამოცხადებული პროექტი მოვიგეთ, რომლითაც სოფელ ხევაშენსა და სოფელ ნაქურდევში გავაკეთეთ წყლის პროექტი - 85 000 დოლარი დაიხარჯა ამაზე. ახლახან დასრულდა ეს პროექტები, ველოდებით იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩაიბარებენ პროექტებს. ჩემი ინიციატივით დაფუძნდა ახალგაზრდული ცენტრი, სადაც მოქმედებს უცხო ენების, კომპიუტერის და ა.შ. შემსწავლელი ცენტრები. ეს არის შენობა, რომელიც არის ჩვენს ბალანსზე, არის ჩვენი ა(ა)იპ ბიბლიოთეკის პატრონაჟის ქვეშ. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ აღგვიჭურვა ინვენტარით.

 


„სოფელ დერცელში ვაშენებთ ახალ ადმინისტრაციულ შენობას. ადმინისტრაციულ შენობაში არის ჩემი წარმომადგენლის კაბინეტი, ექიმის კაბინეტი და სოფლის სათათბირო ოთახი. ასეთი რაციონალური პროექტი ბევრი გვაქვს განხორციელებული. მუნიციპალიტეტს 21 ტერიტორიული ერთეული გააჩნია, სადაც ვაშენებთ ადმინისტრაციულ შენობებს ან უკვე არსებულის აღდგენას ვახდენთ.

 


„თანამედროვე ტიპის ადმინისტრაციული სახლი შენდება ასევე სოფელ ხევაშენში, სოფელ ბენარაში კეთდება აღდგენა ამ ტიპის შენობის. მიმდინარეობს წყლის სისტემების აღდგენა, წყლის სათავე-ნაგებობების მშენებლობა.

 


„აბასთუმანში ვაწყობთ ფეხბურთის სტადიონს; უდეში ვაკეთებთ საზოგადოებრივ საპირფარეშოს. უდეში ასევე კეთდება სპორტული დარბაზი. ადიგენში გვინდა დასასვენებელი პარკის მოწყობა. დაგეგმილი გვაქვს ასევე აგრარული ბაზრის გაკეთება, რომელიც არ არსებობდა ადიგენის მუნიციპალიტეტში. საერთოდ, გვაქვს ასეთი მიდგომები, რომ ადგილობრივი შესაძლებლობები სპონტანური შემთხვევებისთვისაც გავითვალისწინოთ იმიტომ, რომ რა დროს, სად, რა პროექტის გაკეთება გახდება აუცილებელი, შეუძლებელია თავიდანვე გათვალო - იგივე სტიქიების შემთხვევაში, იგივე გზის დაზიანებისა და ან წყლის სისტემის დაზიანების შემთხვევაში“, აცხადებს ადიგენის გამგებელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი