საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გიორგი მარგველაშვილის დებატებში კიდევ ერთხელ გამოწვევას ეხმაურება.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, „ერთია დიალოგისკენ წავიდეთ, მეორეა - პრეზიდენტს უმტკიცო პოზიციის სისწორე".
„მთელმა ამ პროცესმა დაგვანახა, რომ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეს თავისი აზრი, პრეზიდენტს თავისი აზრი, პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი აზრი, მაგრამ მნიშვნელოვანია არა ცალკეული პოზიცია, არამედ ის თუ რაზე მოხდება შეთანხმება. ამიტომ ეს უნდა გააცნობიეროს, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის თავმჯდომარემ და არა მცირე სკანდალების შექმნით გავიდეს ფონს“, განაცხადა ჩიხრაძემ.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მე, კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ ვთავაზობთ ძალიან კარგ ფორმატს პრეზიდენტს, ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე, ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაოაბაზე", აცხადებს კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.