ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ დაათვალიერეს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად სოფელ ივერიაში მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზის 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე გათვალისწინებულია მილხიდებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
„აღსანიშნავია, რომ აქ კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, ადგილობრივებს წლების განმავლობაში ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ.
გარდა ამისა, დაბა ასპინძაში შიდა გზებსაც აწესრიგებენ. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩებზე. დაგეგმილია სანიაღვრე-სარწყავი სისტემის, საყრდენი კედლებისა და გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის შიდა გზა მოწესრიგდება.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.