ადიგენის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი არხში დაიხრჩო. როგორც Guardian.ge-ს ადგილობრივმა განუცხადა, დაღუპულები 8 წლის ბიჭი და მისი მამიდა არიან.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შესახებ შესული შეტყობინებიდან ოთხ წუთში, ადიგენისა და ახალციხის სამაშველო ჯგუფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, თუმცა, ორივე მათგანი უკვე დაღუპული იყო.
გარდაცვლილები ახალციხის რაიონულ პროზექტურაში გადაასვენეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.