გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს
06-07-2017, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

 

„ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად“, განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომას კალაძე ენერგეტიკის მინისტრის რანგში ბოლოჯერ ესწრება.

 

 

„კახას მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უხეში დათვლით, ეს არის დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდა. ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი