ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განცხადება აღნიშნულის თაობაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის განმარტებით, ივნისში 330 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს.
„ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და მათი რაოდენობა თითქმის 99 000-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე. ბოლო 6 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა არის 29%-ით გაზრდილი, რაც კარგი მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში იზრდება როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან - ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28% და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები ლონდონის მიმართულებით, როგორც ქუთაისიდან, ასევე თბილისიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა გაერთიანებული სამეფოდან. საფრანგეთიდან გვაქვს 23%-იანი ზრდა და ლიტვა +17%. ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურისტების რიცხვი აზიის ქვეყნებიდან. თითოეული დამატებით შემოსული ტურისტი ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობის პირად ბიუჯეტში და იმ ადამიანების ბიუჯეტში, რომლებიც სხვადასხვა ფორმით იღებენ სარგებელს ტურიზმიდან-ვაჭრობა, მცირე სასტუმროები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სხვადასხვა ტიპის მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინვესტიციები და ძალისხმევა ტურიზმის მიმართულებით გავაძლიეროთ, რათა ეს პოტენციალი ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს," აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.