გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის
06-07-2017, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 


მთავრობის მეთაური ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გუშინდელ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს შეეხო.

 

 

პრემიერის თქმით, ჯანი ბუკიკიომ დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის გამო კმაყოფილება გამოხატა.

 


„მოგეხსენებათ, ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვები, სადაც ყველა იყო ჩართული და ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომლებზეც დეტალურად აღარ ვისაუბრებ და მზად ვართ, კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცეებზე დამატებით შეთანხმება", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი