ხვალიდან, 7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იწყებს რეგულარული ფრენების განხორციელებას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი რეისის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ფრენები შესრულდება ყოველდღე (ოთხშაბათის გარდა), განხორციელდება ორი რეისი, ხოლო პარასკევს და კვირას კი - სამი რეისი.
„ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს შესაძლებობა ექნებათ, ისარგებლონ დილის და საღამოს ფრენებით. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" შეისყიდა ეს მომსახურება და აქედან გამომდინარე, მგზავრობა იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ერთი გზის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 90 ლარი იქნება. ფრენები ამ ფორმატით გაგრძელდება არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე," განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.