პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ეკიპაჟის წევრებს ღირსების ორდენით დააჯილდოებს.
„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის ის წევრები, რომლებმაც სიცოცხლის გადარჩენის ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ჩხოროწყუში, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. მათ აჩვენეს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, აჩვენეს სამოქალაქო გმირობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამსახურებრივი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ეკიპაჟის თითოეული წევრი არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და თითოეული მოქალაქისთვის მისაბაძი ადამიანი. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეკიპაჟის ყველა წევრს მიენიჭება ღირსების ორდენი”, განაცხადა აბაშიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტისთვის ჩხოროწყუს ოპერაციის წევრების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.