ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას.
სოზარ სუბარის თქმით, კალაძე დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი იქნება.
„დარწმუნებული ვართ, რომ კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში და ის იქნება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი, ვინ კი ჰყოლია ამ ქალაქს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული. კახა კალაძე იყო წარმატებული თავისი კარიერის ყველა ეტაპზე და ყველა სფეროში. ის არის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, ორჯერ არის ევროპის თასის მფლობელი თავის გუნდთან ერთად. კახი კალაძე იყო უარღესად წარმატებული როგორც პოლიტიკოსი და მასთან ერთად მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გამარჯვება 2012 წელს. კახა კალაძე იყო ყველაზე წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი, რაც კი ჰყოლია ამ სფეროს ენერგეტიკის სამინისტროს არსებობის ისტორიაში. ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სფეროში სწორედ მის პერიოდში შემოვიდა და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. თუმცა, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ღირსების მხარეს და თვითონ იყო ყოველთვის ღირსების და წარმატების განსახიერება და ფორმულა.
მე გავიხსენებ იმ წლებს, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი სურვილი იყო იმ ხელისუფლების მხრიდან, რომ კახი ყოფილიყო მათ მხარეს. ეს ადამიანი უბრალოდ დადგა დაჩაგრული ადამიანების მხარეს, ვისაც უსამართლოდ ექცეოდა ხელისუფლება და მე კარგად მახსოვს, როცა შემხვდა სახალხო დამცველი ვიყავი და ვისაუბრეთ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებზე, რამდენად მკაფიო და ნათელი იყო მისი პოზიცია მაშინვე. 2011 წელს ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მივიდა ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მკაფიო სიგნალი, რომ გამარჯვება იყო გარდაუვალი, იმდენად დიდი ძალა შეიკრა და იმდენად დიდი ენერგეტიკა ამ ორი ადამიანის ერთად დგომით“ განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.