დავით რაქვიაშვილი: უშიშროების საბჭოს ჩანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს
06-07-2017, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებისგან საოკუპაციო ზოლის გადმოწევის გამო, უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს.

 


დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ სხდომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი შეთავაზებების განხილვის საფუძველზე მიიღებს.

 

 

„უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა ხდება იქიდან გამომდინარე, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. იმაზე დაყრდნობით თუ რა შეთავაზებები გვექნება ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, რა კონსულტაციებსაც გავივლით, მერე პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს სჭირდება და აუცილებელია, ახალი მიდგომების ჩამოყალიბება, ახალ სტრატეგიაზე ფიქრი, ამაზე საქართველოს პრეზიდენტი ხშირად საუბრობს. ის, რასაც საქართველომ მიაღწია და წარმატებით მიაღწია თავის პარტნიორებთან ერთად, არაღიარების თვალსაზრისით, გასამყარებელია ახალი მიდგომებით. აუცილებელია ამგვარი, ნაბიჯ-ნაბიჯ გადადგმული ანექსიის და ნაბიჯ-ნაბიჯ გამყარებული ოკუპაციის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება,“ აცხადებს რაქვიაშვილი.

 

 

მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნას დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.

 

 

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი