ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I ქვეითი ბრიგადისა და IV მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დანაყოფებმა 3-თვიანი მომზადება დაასრულეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საარტილერიო სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადება, მათი უნარ-ჩვევების დახვეწა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება წარმოადგენდა.
მათივე ინფორმაციით, საარტილერიო სწავლება 3 აპრილს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები საბრძოლო სროლების გარეშე შეასრულეს. დასკვნით ეტაპზე კი, საბრძოლო სროლები 120, 82 და 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა.
დასკვნით სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე, I საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზურა ხვიჩია დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.